ათენში საქართველოს არ მიწვევით გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია - სამადაშვილი

22.08.23 17:11
ათენში საქართველოს არ მიწვევით გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია - სამადაშვილი

"საქართველო არ არის მიწვეული ამ შეხვედრაზე, აჩვენებს იმასაც, რომ ევროკავშირში არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია, რა იქნება გადაწყვეტილება წლის ბოლოს," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ათენში, ევროკავშირის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის არ მიწვევას.

სალომე სამადაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც პარტნიორ ქვეყნებს ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიეღო.

ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვთ ანუ არიან უკვე მყარად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველომ "ქართული ოცნების" დამსახურებით ეს სტატუსი ვერ მიიღო. ის, რომ საქართველო არ არის მიწვეული ამ შეხვედრაზე, აჩვენებს იმასაც, რომ დღევანდელი მდგომარეობით ევროკავშირში არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია, რა იქნება გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში წლის ბოლოს.

მეორე მხრივ, ევროკავშირი დგას იმ დილების წინაშე, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა. შეხვედრა გუშინ გაიმართა, რომელსაც შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.