საქართველოს ვერ და არ მიიწვევდნენ იმიტომ, რომ ფორმალურად გვეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე - ბოკუჩავა
რატომ დაბლოკეს საქართველო ათენში და რატომ არ მიიწვიეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე - ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ერთ-ერთ მთავარ მიზეზად "ქართული ოცნების" რუსულ ორბიტაზე გადასვლას ასახელებს.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საქართველო საერთაშორისო არენაზე დღის წესრიგში აღარ დგას და ამის მთავარი მიზეზი "ოცნების" მხრიდან დასავლეთთან ინტეგრაციის საბოტაჟია.
საქართველოს ვერ და არ მიიწვევდნენ იმიტომ, რომ ფორმალურად გვეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ეს სამიტიც არის მორიგი დასტური იმის, რომ საქართველო, სამწუხაროდ, საერთაშორისო დღის წესრიგზე აღარ არის ისეთი პრიორიტეტული, როგორც მანამდე იყო და მათ შორის, ეს შემადგენლობა განაპირობა იმან, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მათი ძალისხმევის შედეგად მიიღეს სტატუსი და საქართველომ რუსული ოცნების შედეგად, საბოტაჟირებული პროცესის გამო ვერ მიიღო სტატუსი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა. შეხვედრა გუშინ გაიმართა, რომელსაც შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.