ის ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დგამს, გვტოვებს იზოლაციაში - ბოკერია

22.08.23 17:22
ის ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დგამს, გვტოვებს იზოლაციაში - ბოკერია

"ის ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დგამს, ჩვენ გვტოვებს იზოლაციაში თავისუფალი სამყაროსგან", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევას.

გიგა ბოკერიას შეფასებით, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა პასიურია, პარტნიორების პასუხიც მსგავსი იქნება.

ეს მერე ვლინდება ბევრ რამეში, ზოგჯერ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არ მიწვევაში, ან რომც მიგიწვიონ, თავისთავად იმ კონტექსტში, რომ იმის მაგივრად, რომ იქით აწვებოდე პარტნიორებს, რომ საქართველოს NATO-ს წევრობა ეკუთვნის და პრაგმატულად, სჭირდება მათაც, ამის ნაცვლად, დაკავებული ხარ დისტანცირებით,“ - ამბობს გიგა ბოკერია.