ფემიციდი კასპში - ბოლო დეტალები სოფელ ხანდაკში მომხდარ მკვლელობაზე

22.08.23 17:27
ფემიციდი კასპში - ბოლო დეტალები სოფელ ხანდაკში მომხდარ მკვლელობაზე

კასპში ქმარმა ცოლი მოკლა - უმძიმესი ბრალდებით 70 წლამდე მამაკაცია დაკავებული. შემთხვევა სოფელ ხანდაკში დღეს მოხდა. 

გარდაცვლილი 63 წლის ქალია. მას დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. არსებული ცნობებით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის კამათი უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.