როგორც ახლა მიჰყავს მოვლენები "ოცნებას", ეს ნიშნავს, რომ არცერთი პირის პასუხისმგებლობა არ დადგება - ჩიხლაძე შოვზე
"როგორც ახლა მიჰყავთ მოვლენები "ოცნების" წარმომადგენლებს, ეს ნიშნავს, რომ არცერთი პირის პასუხისმგებლობა არ დადგება,“ - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აკეთებს.
ჩიხლაძე შუალედურ დასკვნას ეხმაურება, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა. ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, არაერთი დარღვევა მოხდა შოვში სტიქიის დროს, მაგალითად, უსაფრთხოების საბჭო არ შეიკრიბა.
პასუხისმგებლობა იკვეთება პრემიერის და მინისტრების და თუნდაც ის ფაქტები, რომ არც უსაფრთხოების საბჭო არ შეკრებილა, არც კრიზისული მართვა არ განხორციელებულა, არც საინფორმაციო მხარდაჭერა ყოფილა პროცესების, არც შესაბამისი ტექნიკა არ იქნა ნაყიდი - აცდენაა თვითონ მინისტრების საუბრებში.
როგორც ახლა მიჰყავთ მოვლენები "ოცნების" წარმომადგენლებს, ეს ნიშნავს, რომ არცერთი პირის პასუხისმგებლობა არ დადგება,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.