იქ, რომ მაღალჩინოსნის ახლობლები ყოფილიყვნენ, უცხოპლანეტელებსაც ჩამოიყვანდნენ - რაქვიაშვილი
"იქ, რომ მაღალჩინოსნის ახლობლები აღმოჩენილიყო, არათუ ვერტმფრენი მიფრინდებოდა, უცხოპლანეტელებსაც ჩამოიყვანდნენ," - ეს განცხადება "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.
დეპუტატი შოვის ტრაგედიის დროს არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს და სახელისუფლებო გუნდის მხრიდან თავის გამართლების მცდელობები მისთვის მიუღებელია.
იქ, რომ აღმოჩენილიყო რომელიღაც მაღალჩინოსნის ახლობლები, სრულიად სხვაგვარად მოიქცეოდნენ, დარწმუნებული ვარ. არათუ ვერტმფრენი მიფრინდებოდა, უცხოპლანეტელებსაც ჩამოიყვანდნენ, თუ საჭირო იქნებოდა. არასწორად იქცეოდა ხელისუფლება და ზოგადად, არგუმენტი, რომ იქ ყველა დაიღუპებოდა და შანსი არ გვქონდა, უბრალოდ გარკვეულწილად ამორალურიც არის, მაშინ, ყველა ტრაგედიის დროს უნდა შევეშვათ, რაც დაიღუპა, დაიღუპა, რატომ უნდა ვეხმარებოდეთ ადამიანებს,“ - ამბობს რაქვიაშვილი.