ქალაქის სახე დაიკარგება - ანა ბიბილაშვილი "ოცნების" სადაო მშენებლობებზე

22.08.23 17:45
ქალაქის სახე დაიკარგება - ანა ბიბილაშვილი "ოცნების" სადაო მშენებლობებზე

სადაო მშენებლობები თბილისში - ურბანულ გენოციდი პროფესიონალებისთვის განგაშის საფუძველია. ის პროექტები, რომელიც 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაზე გადის, ორგანული განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის შეფასებით, დაუშვებელია.

ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების პროექტები თუ განხორციელდება, ქალაქის ინფრასტრუქტურა განადგურდება.

ჩვენ თუ ვიტყოდით, რომ ისეთი პროექტები უნდა განხორციელდეს ქალაქში, რომელიც ნორმებს დაიცავდა, ამ შემთხვევაში, ეს პროექტები არცერთი არ განხორციელდებოდა, ვერცერთს ვერ მისცემდნენ შესაბამის თანხმობებს.

როდესაც პროფესიონალები ამ მიმართულებით ვსაუბრობთ, რომ ეს მასშტაბი დაუშვებელია, იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს, არამედ იმას, რომ ეს გაანადგურებს ქალაქის ინფრასტრუქტურას, სატრანსპორტო მიმართულებას, გადაადგილება შეუძლებელი გახდება, ეკოლოგიური მიმართულებით იქნება კატასტროფული ქალაქისთვის, იერსახისთვის, ქალაქის სახე დაიკარგება,“ - ამბობს ანა ბიბილაშვილი.