საქართველოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
საქართველოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჰაჯა ლაბიბი ამჟამად სომხეთშია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი აზერბაიჯანში ჩავა.
მივემგზავრები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. მიზანია: ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირების გაძლიერება, რომელიც გვაერთიანებს“, - წერს ჰაჯა ლაჰიბი.