"ვერ შემაშინებთ, იმიტომ რომ მართალი ვარ" - სეისმოლოგი გაშავების კამპანიის უკან მთავრობას ხედავს
"ვერ შემაშინებთ, იმიტომ რომ მართალი ვარ", - ასე პასუხობს თეა გოდოლაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ უმძიმეს კამპანიას. მეცნიერი, რომელიც ერთი წლის წინ გენდერული ძალადობის მსხვერპლი გახდა, დღეს იძულებულია ამტკიცოს, რომ თავად არ არის მოძალადე.
ორკესტრირებული კამპანია თეა გოდოლაძის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც შოთაძის უწყებამ მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მეცნიერი ამტკიცებს, რომ დღეს ამ საქმის მის წინააღმდეგ შემოტრიალებას ბინძური მეთოდებით ცდილობენ. პირველი, რაც გააკეთეს ხელისუფლების მიერ მტრად გამოცხადებული მეცნიერის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება დაიწყეს.
გაჩუმების და შანტაჟის მცდელობა, - ასე აფასებენ იურისტები ამ საქმეს და ამბობენ, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს შური იძიოს მეცნიერზე მისი კრიტიკული პოზიციის გამო. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეა გოდოლაძე მუქარის შემცველ შეტყობინებებს თვეების განმავლობაში იღებდა.