"ოცნების" შეტევა დეგნანზე და აღფრთოვანებული რუსული მედია

22.08.23 20:16
"ოცნების" შეტევა დეგნანზე და აღფრთოვანებული რუსული მედია

 

რუსული მედიის გმირის გარდამავალი წოდება დღეს ირაკლი ზარქუას ერგო. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ეს საპატიო სტატუსი კელი დეგნანის ლანძღვის გამო დაიმსახურა. არ დარჩენილა არც ერთი რუსული გამოცემა, სადაც ზარქუას არ ციტირებენ. მოსკოვში  განსაკუთრებით აღფრთოვანებულები არიან იმ შეფასებით, სადაც დეპუტატმა დიპლომატს მავნებელი უწოდა. 

კრემლის მედიის ფავორიტი ქართველი დეპუტატი ქართული მედიისთვის მეორე დღეა მიუწვდომელია.

სამაგიეროდ, ელჩის ლანძღვის მისია მისმა კოლეგებმა გადაიბარეს და  კელი დეგნანს დღეს დიპლომატიურ სტანდარტების შესახებ ლექციებს უკითხავდნენ.