რუსულ ბაზარზე მიბმის შედეგი სახეზეა - საწვავის ფასი სექტემბერში კიდევ მოიმატებს

22.08.23 20:22
რუსულ ბაზარზე მიბმის შედეგი სახეზეა - საწვავის ფასი სექტემბერში კიდევ მოიმატებს

 

ევროკავშირიდან დაშორებული ქვეყანა კი რუსეთის ეკონომიკურ ტყვეობაში რჩება. საგანგაშო პროგნოზი დღეს ნავთობიმპორტიორებმა დააანონსეს. საწვავის ფასი კიდევ მოიმატებს და არა უმნიშვნელოდ. ახალი ფასები მოსახლეობის ბიუჯეტს, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაარტყამს, როდესაც უკვე არსებული მარაგები ამოიწურება.

რუსეთში პანიკაა, პუტინის ომმა ქვეყანა საწვავის კრიზისამდე მიიყვანა, ამიტომ ნავთობპროდუქტების გაძვირება ავტომატურად აისახება საქართველოში არსებულ ფასებზე. დღეს იმპორტირებული ბენზინის და დიზელის 80 პროცენტი სწორედ რუსეთზე მოდის.

რუსეთში პანიკაა არა მხოლოდ საწვავის გაძვირების, არამედ ავტომობილების დეფიციტის გამოც. დასავლეთის სანქციების ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ამერიკული და ევროპული მანქანები აღარ შედის. თუმცა ამ შემთხვევაშიც მაშველი რგოლი საქართველო აღმოჩნდა. მხოლოდ 2022 წელს საქართველოდან  ყირგიზეთში 350  მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების რეექსპორტი მოხდა, რაც პრაქტიკულად შემოვლითი გზაა სანქციების გვერდის ასავლელად.