"შავი პარასკევი" თბილისისთვის - "ოცნება" საკრებულოში სადაო პროექტების დასამტკიცებლად ემზადება
შავი პარასკევი თბილისისთვის - კახი კალაძე მოსწრებაზეა. კვირის ბოლოს თბილისის მერი საკრებულოს ყველა იმ პროექტს დაჩქარებული წესით დაამტკიცებინებს, რომელიც დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურული კატასტროფის ტოლფასია.
ერთ დღეში კალაძის მორჩილმა უმრავლესობამ მწვანე შუქი უნდა აუნთოს "ოცნების" ფავორიტ ბიზნესმენებს. მათ რიცხვს დღეს მილიონერი დეპუტატი გოჩა ენუქიძეც დაემატა, რომელიც ალექსიძის ქუჩაზე 40 სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს.
პარასკევისთვის ამზადებენ დიდი დიღმის პროექტსაც. პრაქტიკულად, ქალაქი ქალაქში, სადაც 750 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ბეტონის კონსტრუქციებში უნდა მოექცეს.