პრემიერი, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები - ენმ შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებელ პირებს ასახელებს
სად იყო მთავრობა, როდესაც რაჭაში სტიქია მძვინვარებდა. ირაკლი ღარიბაშვილი შოვში მხოლოდ მეორე დღეს ჩავიდა, დაგვიანებული იყო ჯარის შეყვანაც. ვიდრე შს სამინისტრო გამოძიების შედეგებს გაასაჯაროებს, ალტერნატიული კვლევა ოპოზიციამ ჩაატარა და კონკრეტული თანამდებობის პირების სამსახურებრივი გულგრილობა გამოავლინა.
24-გვერდიანი დასკვნა "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს გაასაჯაროვეს. პრემიერ მინისტრი, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები - ოპოზიციის თქმით, სწორედ ამ მაღალჩინოსნების საქმიანობა უნდა გახდეს გამოძიების საგანი.