წყალში გადაყრილი 400 ათასი ლარი და უწყლოდ დარჩენილი კასპის მოსახლეობა
წყალში გადაყრილი 400 ათასი ლარი და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა. კასპის რაიონის მერია და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ახლა ერთმანეთს აბრალებენ, რატომ არ მოდის სოფლებში წყალი. ჭაბურღილი გააკეთეს, წყლის რეზერვუარიც იყიდეს და სატუმბი სადგურიც მოაწყვეს.
თუმცა ვერ გათვალეს მთავარი და ჭაბურღილი ისეთ ადგილზე დაამონტაჟეს, სადაც წყალი უბრალოდ არ არის. შედეგად კასპელებს აქვთ წყლის მიწოდების გამართული ინფრასტრუქტურა, ოღონდ წყლის გარეშე.