სროლა ბათუმში - დაჭრილია 3 ადამიანი

22.08.23 20:20
სროლა ბათუმში - დაჭრილია 3 ადამიანი

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

დაჭრილია მამა და ორი შვილი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.  

შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახელოსნოსთან მოხდა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.