მართლა, რა დონის ადამიანი უნდა იყო, რომ პირადი ცხოვრება გამოიტანო შენი უპასუხისმგებლობის დასამალად - ჩიხლაძე

22.08.23 21:21
მართლა, რა დონის ადამიანი უნდა იყო, რომ პირადი ცხოვრება გამოიტანო შენი უპასუხისმგებლობის დასამალად - ჩიხლაძე

"მართლა, რა დონის ადამიანი უნდა იყო, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება გამოიტანო შენი უპასუხისმგებლობის დასამალად," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე მიტანილ იერიშს.

ჩიხლაძის თქმით, ხელისუფლებამ სეისმოლოგის გაშავების კამპანია მას შემდეგ გააძლიერა, რაც მიხვდა, რომ შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხები არ აქვს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.

რაც არ უნდა შავი ტალახი უნდა ესროლონ თეას თუ ნებისმიერ ჩვენგანს თუ მედიას, ხელისუფლებამ ერთი საინფორმაციო ცენტრი ვერ დააორგანიზა.
ეს კითხვები არის და რაც არ უნდა ისრები გადაიტანოს, ეს ხომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ოპოზიცია არ ვართ ხელისუფლებაში და ვერ გავაკეთებთ, მედია ვერ გააკეთებს, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ან სეისმოლოგი ვერ გააკეთებს.
ხელისუფლება კითხვებს გაურბის და დემაგოგიას გვთავაზობს და სიბინძურეა პირად ცხოვრებაზე საუბარი.
მართლა ორი საქართველოა - ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც ყველაფერს იყენებს, ადამიანის პირად ცხოვრებას, მართლა, რა დონის ადამიანი უნდა იყო, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება გამოიტანო და შენი უპასუხისმგებლობის დასამალად,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.