შედეგებს ამ ხელისუფლების პირობებში არ ველოდები, თუ არ იქნება საზოგადოების ზეწოლა - ბობოხიძე

22.08.23 21:27
შედეგებს ამ ხელისუფლების პირობებში არ ველოდები, თუ არ იქნება საზოგადოების ზეწოლა - ბობოხიძე

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ყველა წითელი ზღვარი გადალახა, გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

აკაკი ბობოხიძე შოვის ტრაგედიაზე და საპარლამენტო კომისიის ფორმატში მომხდარის გამოძიებაზე საუბრობს. 

როცა საგამოძიებო კომისია მოვითხოვეთ, ენმ ბიძინა ივანიშვილთან შეკრულობაში გვადანაშაულებდა. თუ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილთან შეკრულობაა, მაშინ ახლა რატომ ითხოვ. 
დამოკიდებულება, რომ მაშინ რა კარგად იმუშავა კომისიამ, არასწორია. ვერ იმუშავებს ეს კომისია ისე კარგად, იმიტომ კი არა, რომ იქ ჩვენ ვიყავით და ძალიან მაგრები ვიყავით. არა, ხალხის პროტესტის ფონზე შეშინებულმა ხელისუფლებამ ხალხის ზეწოლის ფონზე, მაშინ გააკეთა პოლიტიკური დათმობა და სრული უმრავლესობა ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“, იმიტომ, რომ ენმ-მ მონაწილეობაც კი არ მიიღო, თავმჯდომარე იყო „ევროპული საქართველოს“ წევრი და ჩვენ მიგვყავდა კომისიის მუშაობა.
ახლა კომისია რომ შეიქმნას, მაშინ უმრავლესობა ოპოზიციას ვერ ექნება. "ევროპელი სოციალისტები" რომ დაირქვეს, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება, ამ ჯგუფით მას ექნება უმრავლესობა.
კომისია, რომ შეიქმნას, ხომ გააკონტროლებს, ოღონდ იმ გაკონტროლებული კომისიის შექმნაც არ უნდა ხელისუფლებას. გამოძიების შედეგებს ამ ხელისუფლების პირობებში არ ველოდები, თუ არ იქნება საზოგადოების ზეწოლა,“ - ამბობს ბობოხიძე.