რა რისკები ექნება ელექტრონულ არჩევნებს - გიორგი სიორიძე მოსალოდნელ საფრთხეებზე

22.08.23 22:06
რა რისკები ექნება ელექტრონულ არჩევნებს - გიორგი სიორიძე მოსალოდნელ საფრთხეებზე

რა რისკები ექნება ელექტრონულ არჩევნებს - გიორგი სიორიძე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. სიორიძის თქმით, არსებობს ე.წ. კარუსელის რისკიც. 

ელექტრონული არჩევნების დროს არსებობს კიბერ შეტევების რისკიც, ამის თავიდან ასარიდებლად კი ცესკოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამომრჩეველთა სია კონკრეტული უბნების მიხედვით იქნება ჩატვირთული საარჩევნო აპარატებში.

ვნერგავთ ორი სახის ტექნოლოგიას, ერთია, ამომრჩევლის იდენტიფიცირება, მისი ვერიფიკაცია. ამ აპარატებში ჩატვირთულია კონკრეტული უბნის ამომრჩეველთა სია. შესაძლებელი იყო, სხვაგვარადაც გადაწყვეტილიყო საერთო ამომრჩეველთა სია ყოფილიყო აპარატში ჩართული. ეს მოგვცემდა იმ შედეგს, რომ ამომრჩეველი, რომელიც ნებისმიერ წერტილში ერთხელ დაფიქსირდებოდა არჩევნებზე, სისტემა უზრუნველყოფა, რომ ხელმეორედ სხვა უბანზე მისვლის შემთხვევაში, ვიქნებოდით დაზღვეული კარუსელისგან. მეორე საფრთხე ახლავს ამას, ეს ყველა აპარატი უნდა იყოს ჩართული ინტერნეტში და აქ იყო მაღალი რისკი კიბერ შეტევები და კიბერ შეტევები არა მხოლოდ სუს-ისგან მომდინარეობდეს, შეიძლება მოდიოდეს ჩვენი ოკუპანტისგან.
შესაბამისად, ეს რისკი, რომ ყოფილიყო დაზღვეული, ოპოზიცია ვაყენებდით ამ საკითხს, რომ უმჯობესია, გვქონდეს ლოკალიზებული სიები, რაც არ გამორიცხავს, რომ ამომრჩეველმა სხვა უბანზე მისცეს ხმა, მაგრამ სამაგიეროდ, კიბერ შეტევებისგან ვიქნებით დაცული.
რაც შეეხება კარუსელს, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ახალი ბიულეტინები სხვა ფორმატის ფურცელზე იქნება და მისი საარჩევნო უბნიდან გატანა გაცილებით რთული იქნება, შესაბამისად, აქ რისკები შემცირებულია და არა გამორიცხული.
უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი პროგრამული უზრუნველყოფის აუდიტის ჩატარება არჩევნების,“ - ამბობს სიორიძე.