უხერხულია, ჯერ არ გაციებულა კარი, რომელიც გაიჯახუნა - ოდიშარია გახარიას ბრალდებებზე

01.06.21 13:06
უხერხულია, ჯერ არ გაციებულა კარი, რომელიც გაიჯახუნა - ოდიშარია გახარიას ბრალდებებზე

უხერხულია, ჯერ არ გაციებულა ის კარი, რომელიც 2 დღის წინ გაიჯახუნა - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ოდიშარია, ექსპრემიერ გიორგი გახარიას სკანდალურ განცხადებებს. 

ოდიშარია ამბობს, რომ თუ ქვეყანაში კორუფციის მაგალითები არსებობდა, გიორგი გახარიას ფუნქცია მისი აღმოფხვრა უნდა ყოფილიყო.

გახარია იქნებოდა მართალი, თუ ის ამას იტყოდა მაშინ, როცა არ იყო ექსი და იყო პრემიერი. მაშინ იქნებოდა დამაჯერებელი. როგორ შეიძლება, წლების მანძილზე ყველა იმ თანამდებობაზე იყო და მუშაობდე, რომელიც ომბუდსმენობიდან იწყება და პრემიერობამდე მიდის, გზაში შსს-ს მინისტრი, ვიცე-პრემიერი- დავიჯერო,  ამდენი ხანი ეს მისთვის დაფარული იყო და ახლა, რაც წავიდა თანამდებობიდან, გახდა თვალხილული"- თქვა დეპუტატმა. 

ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე- ქვეყნის სამი გავლენიანი მინი ოლიგარქი ექპერემიერმა გუშინ ამხილა.

კითხვაზე, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი უწყობდნენ თუ არა ხელს, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკები გაჩენილიყო და ყველა მათგანისთვის მიუხურავს თუ არა კარი“, გახარიამ თქვა, რომ: „ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამდენიმესთვის კი“.

 

მსგავსი სიახლეები