რატომ არ ესწრებოდა ათენის სამიტს საქართველო - "ოცნების" თავის მართლება
რატომ არ ესწრებოდა ათენის სამიტს საქართველო? საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის მართლება დამაჯერებელი მხოლოდ "ოცნებისთვის" აღმოჩნდა.
რატომ არ იყო იქ, არც საქართველოს პრეზიდენტის და არც საქართველოს პრემიერის ადგილი, მით უფრო იმ ფონზე, როცა შეხვედრას მოლდოვის პრეზიდენტი ესწრებოდა. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში არსებული მშვიდობაა, რადგან უკრაინაში ომია და შეხვედრაც მათ მიეძღვნათ.
თემის განხილვის შინაარსის გათვალისწინებით, უშუალოდ კონფლიქტის მოსაზღვრე ორი სახელმწიფო, ერთი კონფლიქტი, სადაც მიმდინარეობს და მეორე უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფო იყო მოწვეული. ასეთ დროს, როდესაც საქართველო იმავდროულად არ განიხილება, არც სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც უშუალოდ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს და არც ესაზღვრება კონფლიქტს, ასეთ ფონზე საქართველოს არ მიწვევა, არ ნიშნავს თქვენთვის ბრალდების საფუძველს", - ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
დარჩიაშვილის უწყებაში ამტკიცებენ, რომ არაფორმალური შეხვედრა რუსეთის ომს ეძღვნებოდა და არა ევროკავშირის გაფართოებას.
ათენის სამიტი 21 აგვისტოს გაიმართა და მას ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.