საერთო მიზნების მქონე ქვეყნების გაერთიანებაში საქართველო აღარ მოიაზრება - ნაცვლიშვილი
პარტია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლშვილი 21 აგვისტოს გამართულ ათენის სამიტის ეხმაურება, რომელსაც საქართველო არ ესწრებოდა
ნაცვლიშვილის თქმით, საქართველო აღარ მოიაზრება იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც საერთო პრობლემები, საერთო ოკუპანტი და მიზნები აქვთ.
ნაცვლიშვილი ამბობს იმასაც, რომ ის მძიმე რეალობა რაც ახლა საქართველოშია, "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგია.
რეგიონში საერთო გამოწვევების, საერთო ოკუპანტის, საერთო პრობლემების და დეკლარირებულ დონეზე, საერთო მიზნების მქონე ქვეყნების გაერთიანებაში საქართველო აღარ მოიაზრება. საქართველო არ არის იმ შეხვედრაზე, სადაც განიხილება პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყნებს აქვთ, მათ შორის, ამ პრობლემების დიდი ნაწილი მიემართება სწორედ რუსეთს და რუსულ ოკუპაციას და ამ დროს საქართველო სად არის, საქართველო არის პირდაპირი ფრენებით მიბმული რუსეთთან. ეს არის ის მძიმე მოცემულობა და რეალობა, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ჩააყენა ეს ქვეყანა", - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
დარჩიაშვილის უწყებაში ამტკიცებენ, რომ არაფორმალური შეხვედრა რუსეთის ომს ეძღვნებოდა და არა ევროკავშირის გაფართოებას.
ათენის სამიტი 21 აგვისტოს გაიმართა და მას ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.