კონფლიქტი წულუკიანსა და მის მოადგილეს შორის - "პირველების" ინფორმაციით, სიხარულიძემ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს
კონფლიქტი კულტურის მინისტრსა და მის მოადგილეს შორის. "პირველების" ინფორმაციით, თეა წულუკიანსა და კახა სიხარულიძეს შორის მწვავე დაპირისპირებამ იფეთქა, რის შემდეგაც სუხარულიძემ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს და სამინისტროდან მიდის. ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია, დაწერა თუ არა მინისტრის მოადგილემ განცხადება თანამოდებობის დატოვების შესახებ. კახა სიხარულიძე საკადრო წმენდის საწყის ეტაპზე ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტსაც იკავებდა, თუმცა შემდეგ ის ამ თანამდებობას ჩამოაშორეს. ერთ-ერთ ვერსიით, მინისტრსა და მის მოადგილეს შორის კონფლიქტმა გელათის თემაზე იფეთქა.
კულტურის სამინისტროს მისაღებში ამბობენ, რომ სიხარულიძე სამსახურში დიდი ხანია არ უნახავთ, თუმცა მინისტრის მოდგილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ საუბრობენ.
სამინისტროს პრესსამსახური კი აცხადებს, რომ დღეს კახა სიხარულიძე სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა ახლა გასვენებაში გავიდა რომ მინისტრის არყოფნის დროს ბატონი კახა ასრულებს თეა წულუკიანის მოვალეობას.
კულტურის სფეროს წარმომაგდენლები ადასტურებენ, რომ თეა წულუკიანსა და მის პირველ მოადგილეს შორის ნამდვიალდ იყო დაპირისპირება.
თითქოს მინისტრმა ამ 46 ადამიანს უთხრა, რომ წინა დირექტორი, რომელიც მან ერთპიროვნულად დანიშნა, კახა სიხარულიძე ვერ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს, ვერ გაამართლა მისი ნდობდა და აშკარად დააფიქსირა უკმაყოფილება მის მიმართ. მე კახა სიხარულიძე თვალით არ მინახავს და არც მისი ნმმართველობის ეფექტი მინახავს კინოცენტრზე, ამიტომ მიჭირს თქმა, რამდენად შეიძლებოდა, რომ ის რაღაც დათმობებზე არ წასულიყო და რაღაცები, რასაც წულუკიანი აკისრებდა, სავარაუდოდ, არ შეესრულებინა".- ამბობს კინორეჟისორი გიორგი თავართქილაძე.