"ბახალა" ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სააპელაციომ უდანაშაულოდ ცნო

01.06.21 13:37
"ბახალა" ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სააპელაციომ უდანაშაულოდ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.

"ბახალას" განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავებოდნენ.

გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის, ფლობის ბრალდებით 29 იანვარს დააკავეს. იგი დააკავეს მაშინ, როდესაც დასავლეთ საქართველოდან ბრუნდებოდა თბილისში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 8 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უკანონო პატიმრობა ემუქრებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები