უკრაინა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება - დაესწრება თუ არა "ოცნება" დაგეგმილ ღონისძიებებს

23.08.23 15:59
უკრაინა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება - დაესწრება თუ არა "ოცნება" დაგეგმილ ღონისძიებებს

უკრაინა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. ომში მყოფ ქვეყანაში პარტნიორებს ელოდებიან. ღონისძიებები ხვალ არის დაგეგმილი, თუმცა, დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ოფიციალურ ღონისძიებებს არ დაესწრება.

არ მიიწვიეს, თუ არ წავიდნენ "ქართულ ოცნებაში" პასუხები არ აქვთ. უკრაინაში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არც ომის ერთი წლის თავზე ჩასულან. ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად კი კიევში ოპოზიციის ნაწილი მიდის.

თავისი დამოკიდებულება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ მკაფიოდ და ათასგზის გამოიხატა. ჩვენ, დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის მხარის ინიციატივით, ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან დაბალ ნიშნულზე არის დაყვანილი. გამომდინარე აქედან, უკრაინას, თუ აქვს სურვილი საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისა, ალბათ უკრაინამ უნდა გამოხატოს გარკვეული დამოკიდებულება ამ მიმართულებით. რაც შეეხება მოწვევას, არ ვიცი მე ასეთი მოწვევა გამოგზავნილი იყო, თუ არ იყო. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი რამ არ გამიგია", - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.