რატომ არ არის კიევში დღეს "ოცნების" წარმომადგენელი? იმიტომ, რომ ეს არის რუსული "ოცნება" - თინა ბოკუჩავა
რატომ არ არის კიევში დღეს "ოცნების" წარმომადგენელი? იმიტომ, რომ ეს არის რუსული "ოცნება" - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ენმ-ს წარმომადგენლები, მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლობა აუცილებლად იქნება უკრაინაში.
ასეთ ისტორიულ მომენტში, რატომ არ არის კიევში დღეს ოცნების წარმომადგენელი იმიტომ, რომ ეს არის რუსული ოცნება იმიტომ, რომ მათ აირჩიეს რუსეთის მხარე და იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს რუსიფიკაციას და ხელისკვრას იმ ისტორიულ არჩევანზე, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, ჩვენი წარმომადგენლები, პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლობა იქნება უკრაინაში, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს", - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ხვალ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. ომში მყოფ ქვეყანაში პარტნიორებს ელოდებიან. ღონისძიებები ხვალ არის დაგეგმილი, თუმცა, დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ოფიციალურ ღონისძიებებს არ დაესწრება.