ზუსტად ერთ საათში, ზურაბიშვილი უკრიანელებს მიმართავს - საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის სამიტს ერთვება

23.08.23 16:59
ზუსტად ერთ საათში,  ზურაბიშვილი უკრიანელებს მიმართავს - საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის სამიტს ერთვება

ზუსტად ერთ საათში სალომე ზურაბიშვილი უკრიანელებს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის სამიტსს ერთვება. "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტს კიევში ეპატიჟებოდნენ, თუმცა რატომ არჩია დისტანციურად ჩართვა, ეს უცნობია. 

საქართველოს ხელისუფლებიდან, სამიტს, სავარაუდოდ, პრეზიდენტის გარდა არავინ არ დაესწრება.

მსოფლიოს ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. უკრაინის დედაქალაქში ყირმის სამიტი გაიხსნა. პარტნიორებს სიტყვით ზელენსკიმ მიმართა. ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი, ამბობს ომში მყოფი ქვყენის პრეზიდენტი. 

სამიტს მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ჯამში 50 ქვეყნიდან ესწრებიან.