არ დავუშვებთ, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაღები ტერორისტების ხელში იყოს - ზელენსკი ყირმის სამიტზე

23.08.23 17:03
არ დავუშვებთ, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაღები ტერორისტების ხელში იყოს - ზელენსკი ყირმის სამიტზე

უკრაინის დედაქალაქში ყირმის სამიტი გაიხსნა. პარტნიორებს სიტყვით ზელენსკიმ მიმართა. ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი- ამ სიტყვებით გახსნა სამიტი ომში მყოფი ქვყენის პრეზიდენტმა.

არ შეიძლება შავი ზეღის უსაფრთხოების  გასაღები ტერორისტების ხელში იყოს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ირრიმში იქნება ნორმანული დემოკრატიული სამართლიანი ცხოვრება ჩვენ მოვაშორებთ ჩვენს უკრაინულ კუნძულს რუსეთის ტირანიას, მინდა მოგიყვეთ ერთ გოგონაზე - ის 25 წლისაა, ოჯახში მას სიყვარულით ეძახიან ბოჯეკს, რაც მწერს ნიშნავს. მამამისი მძიმედ არის დაავადებული, მას კიბო აქვს. ამ გოგონას ლენია უმეროვა ჰქვია.   უკვე 6 თვეა ის მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია - რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ იზოლატორში.


მისი ეგრეთ წოდებული დანაშაული რუსეთის წინააღმდეგ არის ის, რომ ლენიამ სცადა ავადმყოფი მამის მონახულება ოკუპირებულ ყირიმში. ახლა კი რუსეთს სურს მისთვის  20 წლით თავისუფლების აღკვეთა . და ეს არის ოკუპანტების მიერ ყირიმში უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიების მხოლოდ ერთი მაგალითი“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

სამიტს მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ჯამში 50 ქვეყნიდან ესწრებიან.

ზუსტად ერთ საათში სალომე ზურაბიშვილი უკრიანელებს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის სამიტსს ერთვება. "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტს კიევში ეპატიჟებოდნენ, თუმცა რატომ არჩია დისტანციურად ჩართვა, ეს უცნობია. 

 

მსგავსი სიახლეები