"ოცნება" არც თვითონ ჩამოდის და არც უკრაინული მხარის მიერ არიან მოწვეული - ცისკარიშვილი

23.08.23 17:18
"ოცნება" არც თვითონ ჩამოდის და არც უკრაინული მხარის მიერ არიან მოწვეული - ცისკარიშვილი

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, არ დაესწრება, ოპოზიციის ნაწილი კი უკვე უკრაინაშია.

ცისკარიშვილის თქმით,  "ოცნება" არც თვითონ ჩამოდის და არც უკრაინული მხარის მიერ არიან მოწვეული, რადგან რუსული აგრესიის პირველივე დღიდან პუტინს გულშემატკივრობს ამ ომში. 

უკრაინასთან ერთად მთელი ცივილიზებული პროგრესული სამყარო აღნიშნავს ამ ერის დამოუკიდებლობას. იმიტომ, რომ ეს ერი ბოლო წელიწადნახევარია მართალც იბრძვის რუსული მარწუხებისგან გათავისუფლებისთვის. რუსული ოცნება ჩამოყალიბებულია თავის პოზიციაში. ისინი რუსული აგრესიის პირველივე დღიდან პუტინს გულშემატკივრობენ და მათი ადგილი აქ არ არის. ისინი არც თვითონ ჩამოდიან და არც უკრაინული მხარის მიერ არიან მოწვეულები". - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.