რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა - ზელენსკი

23.08.23 18:29
რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა - ზელენსკი

რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმის პლატფორმის მთავარი ამოცანა დეოკუპაციის მომზადებაა.

„უკრაინამ აჩვენა, რომ საბრძოლო ოპერაციების მსვლელობისას ჩვენი მიწის გათავისუფლება შემთხვევითობა არ არის. ეს დამსახურებულია, ეს ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერაა… უკრაინული ძალები ყველაფრის მიუხედავად წინ მიიწევენ. ვინც რაც არ უნდა თქვას - წინ! ხოლო როდესაც რუსეთი უკან იხევს დაპყრობილი ტერიტორიებიდან, მაშინ უბრალოდ თვალებს ხუჭავს ამაზე, თავის სისუსტეზე. იმავენაირად რუსულ საზოგადოებას შეუძლია თვალები დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან უკან დახევაზეც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე რუსეთთან „ტერიტორიებით ვაჭრობაზე” გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, „უკრაინა ტერიტორიებით არ ვაჭრობს, ვინაიდან უკრაინა ხალხით არ ვაჭრობს. 

როდესაც მსოფლიოში ვინმე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიაზე, ეს ყოველ ჯერზე ეხება არა მიწას, არამედ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ოჯახებს. .  ...უკრაინა არ ვაჭრობს ტერიტორიებით, რადგან უკრაინა არ ვაჭრობს ხალხით. წერტილი. და ყველა, ვინც აქ იმყოფებით, თანხმდებით, რომ ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია”