ჩვენ, ევროკავშირში ვიცით, რომ უკრაინა ჩვენი საერთო ფასეულობებისთვისაც იბრძვის - მიშელი
ჩვენ, ევროკავშირში ვიცით, რომ უკრაინა ასევე იბრძვის ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის - ეს განცხადება ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გააკეთა.
მიშელის თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს ეხება ყირიმსაც. უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და საკუთარი სამშობლოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ევროკავშირში ვიცით, რომ უკრაინა ასევე იბრძვის ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს და ვეხმარებით უკრაინას ფინანსურად. ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ევროკავშირი უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება".- განაცხადა მიშელმა.
მსოფლიოს ყურადღება კიევისკენაა მიპყრობილი. უკრაინის დედაქალაქში ყირმის სამიტი გაიხსნა. პარტნიორებს სიტყვით ზელენსკიმ მიმართა. ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინის ნაწილი, ამბობს ომში მყოფი ქვყენის პრეზიდენტი.
სამიტს მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ჯამში 50 ქვეყნიდან ესწრებიან.
სამიტს, სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.