რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება - ზურაბიშვილი
რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა.
რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის სრული მიმართვა, ნახეთ აქ.