მეუფე იაკობის პოლიტიკური ქადაგება - გახარია კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიქერია
პოლიტიკური ქადაგება ამბიონიდან - ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ "გახარია კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიქერია".
მისი თქმით, ექსპრემიერის გუნდში "ადეიშვილის, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კადრები ნახა".
მღდელმთავარი ამტკიცებს, რომ გახარია ხელისუფლებიდან დემრშით არ წასულა და გუნდს მისი გაშვება ისედაც დიდიხნის გადაყწვტილი ჰქონდა, უბრალოდ მოვლენებს გახარიამ დაასწრო:
სერიოზულად მიდიოდა საუბარი, რომ შეცვლიდნენ, მელიას (საქმე) როგორ იქნებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით, ინფორმაცია არ მაკლია შიგნით...
მუშტების ბრახუნით დაარწმუნა ასე ვთქვათ პარლამენტის წევრები, რომ აუცილებელი იყო მელიას იმუნიტეტის შეწყვეტა და ცოტა ხანში გამოდის და თვითონ ამბობს, ამას რა აკეთებთო. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო. გააკეთა ისე, თითქოს რაღაც დიდი საქციელი ჩაიდინა"- თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.
მეუფე იაკობს უკვირს, რატომ ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. მეტიც, მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ გახარიას პარტიას ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება.
გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა. ეკლესიისგან გეუბნებით, აბსოლუტურად არავითარი მხარდაჭერა..."- თქვა მაღალმა იერარქმა.