ზურაბიშვილმა რუსეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა - ყირიმის პლატფორმა და მზადება უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის

23.08.23 20:00
ზურაბიშვილმა რუსეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა - ყირიმის პლატფორმა და მზადება უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის

 

 

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უკრაინა.  უკვე მეორედ, ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ომის პირობებში აღნიშნავს. 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ხვალ კიევის მთავარ მოედანზე იდგება და ამით უკრაინას სოლიდარობას მთელი ცივილიზებული სამყარო გამოუცხადებს. თუმცა იქ არ იქნება საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი. "ქართულმა ოცნებამ" ამჯერადაც უარი თქვა თავის მხარდაჭერა გამოეცხადებინა ქვეყნისთვის, რომელიც წელიწადნახევარია რუსულ ტირანიას ებრძვის. 

არ ჩავიდა, თუმცა დისტანციურად მიულოცა და ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა. ზურაბიშვილი უკრაინას გამარჯვებას, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მიღებას უსურვებს. საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლების ერთდაერთი უმაღლესი წარმომადგენელია, რომელიც მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს არ მოერიდა.  "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტს ოფიციალური მიწვევა ჰქონდა კიევიდან ფორუმზე დასასწრებად, თუმცა რატომ არ წავიდა ზურაბიშვილი კიევში - ამ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინიტრაციისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.