რუსეთის მუქარა ტერიტორიების ანექსიით და ოფიციალური თბილისის დუმილი
როდესაც მოსკოვი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიით ღიად იმუქრება, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ახლახანს, რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან მიერთება ისევ დგას დღის წესრიგში - დიმიტრი მედვედევის ეს მკაფიო გზავნილი თბილისიდან მთელი დღე უპასუხოდ იყო დარჩენილი. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ულტიმატუმი ასეთია - დასავლეთთან ინტეგრაცია ანექსიის ფასი დაგიჯდებათ.
ახლა მთავრობას საერთაშორისო განგაში უნდა ქონდეს გამოცხადებული და მინიმუმ საპროტესტო ნოტა მაინც უნდა გადასცენ რუსეთის წარმომადგენლობას. კაბინეტებში გადამალულმა მთავრობამ დეპუტატებს დაავალა განცხადებების გაკეთება. "ოცნების" სტილი დაცულია - მედვედევის განცხადებას გმობენ, თუმცა ამავე დროს ამბობენ, რომ ქვეყნის უკრაინიზაციას არ დაუშვებენ.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.