საქართველო რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი - საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
"გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!", - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.