ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე უკრაინულ ენაზე მიულოცა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე უკრაინულ ენაზე მიულოცა. რობერტა მეცოლამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ერთგულება კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
თავისუფლება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ეს არის ის, რასაც უკრაინა იმსახურებს, რასაც ევროპა უჭერს მხარს, რასაც ელის მომავალში. დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დაგჭირდებათ". - აცხადებს მეცოლა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.