პოლიტიკური პარტიებისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებთ - ანა ბუჩუკური

01.06.21 15:08
პოლიტიკური პარტიებისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებთ - ანა ბუჩუკური

გიორგი გახარიას გუნდი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური, ამბობს, რომ ისინი არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ აპირებენ. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის გუნდი ამ ეტაპზე არც ერთ პარტიასთან კოალიციის შექმნას არ გეგმავს. 

პოლიტიკური პარტიებისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებთ. არც „ქართული ოცნებისთვის„ არ ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ არც კეზერაშვილი გვაფინანსებს და არც ნაცები არ ვართ და მიშასთან არ ვართ გარიგებული და პირიქით, „“ნაციონალური მოძრაობისთის“ არ ვაპირებთ დამტკიცებას, რომ „ქართული ოცნება2“, ან ბიძინას პროექტი არ ვართ.  თანამშრომლობით შეიძლება ითანამშრომლო ნებისმიერთან, რომელთანაც კონკრეტულ ფასეულობებში დაემთხვევი. რაც შეეხება კოალიციას, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ პოზიციას, ვისთანაც შეიძლება კოალიციის დონეზე გვქონდეს საუბარი, - ამბობს ანა ბუჩუკური. 
 

მსგავსი სიახლეები