გილოცავთ კონსტიტუციის დღეს - სალომე ზურაბიშვილი

24.08.23 12:37
გილოცავთ კონსტიტუციის დღეს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

"გილოცავთ კონსტიტუციის დღეს" - წერს საქართველოს პრეზიდენტი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.