გიორგი ვაშაძე - „ვულოცავ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს“
“ვულოცავ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მინდა თანადგომა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში, სადაც უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ყველა ქართველი პატრიოტი უკრაინას თანადგომას უცხადებს, ვინაიდან მისი გამარჯვება მნიშვნელოვანია საქართველოს დეოკუპაციისთვისა და გამარჯვებისთვის.
დღეს, ყველა ქართველი პატრიოტის თანადგომა, ყურადღება მიმართულია უკრაინის გამარჯვებისკენ, რადგან მისი გამარჯვება ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოს დეოკუპაციისთვის, საქართველოს ერთიანობისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის.
სწორედ ამიტომ, აქვე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გულანთებული მეომარი ბიჭების მიმართ.
საქართველო გაიმარჯვებს!
უკრაინა გაიმარჯვებს! “ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.