ევროკავშირი თქვენი მომავალია, ევროპა მტკიცედ დგას თქვენს უკან - ბორელი უკრაინას ულოცავს

24.08.23 12:47
ევროკავშირი თქვენი მომავალია, ევროპა მტკიცედ დგას თქვენს უკან - ბორელი უკრაინას ულოცავს

ევროკავშირი თქვენი მომავალია, ევროპა მტკიცედ დგას თქვენს უკან - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ბორელის თქმით, ევროკავშირი იქნება უკრაინის გევრდით,  რა დროც არ უნდა დასჭირდეს გამარჯვებას.

"ვულოცავ უკრაინელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. უკვე 18 თვეა რაც რუსეთმა ეს საშინელი აგრესია წამოიწყო. ყოველდღე უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მამაცურად იცავენ ჩვენს ღირებულებებს.  და თანაც ამ დროს უკრაინა დგას ევროკავშირის გზაზე და ატარებს რეფორმებს. ევროკავშირი თქვენი მომავალია. ევროპა მტკიცედ დგას თქვენს უკან. ჩვენი მომავალი ერთადაა და ვიქნებით თქვენს გვერდით, რა დროც არ უნდა დასჭირდეს გამარჯვებას.” - ამბობს ბორელი.
 

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.