ყოველი დღე, როცა პრიგოჟინი თავისუფლად დადიოდა დედამიწაზე, დამცირება იყო პუტინისთვის - ბროუდერი

24.08.23 12:58
ყოველი დღე, როცა პრიგოჟინი თავისუფლად დადიოდა დედამიწაზე, დამცირება იყო პუტინისთვის - ბროუდერი

"ახლა პუტინმა საკუთარი ავტორიტეტი გაიმყარა. კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მთავარი თავად არის და არა მგონია, პრიგოჟინის სიკვდილი ჩვენთვის ზეიმის საბაბი იყოს," - ასე აფასებს    "მაგნიტსკის სიის" ავტორი ბილ ბროუდერი "ვაგნერის" ხელმძღვანელის, პრიგოჟინის   სავარაუდო გარდა ცვალებას.  

ბროუდერის განმარტებით, პუტინმა პრიგოჟინს ამბოხი არ აპატია, რადგან თუ რუსეთის პრეზიდენტი "ვაგნერის" ხელმძღვალზე შურს არ იძიებდა, ეს სხვებისთვის ცუდი მაგალითი იქნებოდა. 

ჩემი აზრით, ყოველი დღე, როცა პრიგოჟინი თავისუფლად დადიოდა დედამიწაზე, ხან მოსკოვში იყო, ხან სანქტ-პეტერბურგში, ხან აფრიკაში, ხან შეხვედრებს მართავდა, ეს იყო დამცირება პუტინისთვის. პუტინი არის დიქტატორი და 22 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში დარჩენა შიშის დანერგვით შეძლო - რომ თუ მას უღალატებ, აღმოჩნდები ან ციხეში ან მიწაში. ის, რომ პრიგოჟინი თავისუფალი იყო, ეს ქმნიდა პრეცედენტს და მაგალითს სხვა ადამიანებისთვის, რომ პუტინის წინააღმდეგ წასვლა სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, ახლა პუტინმა საკუთარი ავტორიტეტი გაიმყარა. კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მთავარი თავად არის და არა მგონია, პრიგოჟინის სიკვდილი ჩვენთვის ზეიმის საბაბი იყოს," - ამბობს ბროუდერი.