პუტინმა შური იძია - პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალების ამბით მსოფლიო გამოცემები აჭრელდა
პუტინმა შური იძია - მსოფლიო გამოცემები იდენტური სათაურებით აჭრელდა. პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალების ამბავი დღეს მედიის მთავარი თემა. საერთაშორისო ჟურნლისტებს აკვირვებთ კრემლის დუმილი.
კატასტროფის ადგილზე 10 ცხედარს უკვე მიაგნეს, თუმცა ამ დრომდე არ ადასტურებენ ვაგნერის დამფუძნებლის გარდაცვალებას. ეჭვები მხოლოდ რუს დიქტატორამდე მიდის. ომის შემსწავლელი ინსიტიტუტი პირდაპირ წერს, რომ ყოფილი მოკავშირის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება პუტინმა გასცა. ამ გზით კი ომის დანაშუალებში მხილებულმა პრეზიდენტმა ყველას სიგნალი გაუგზავნა, ვინც არ დაემორჩილება.