უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში დილიდან იმართება
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში დილიდან იმართება. ომს გამოქცეული უკრაინელების მხარდასაჭერად მწერალთა სახლში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
ადგილზე მისულ სტუმრებს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და მასტერკლასები ელოდებათ. დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენება და უკრაინის დროშის გაშლაც.
მწერალთა სახლში იმყოფებიან უკრაინელები და უკრაინის მხარდამჭერები და საქველმოქმედო გამოფენას მართავენ - ამ გზით ისინი საქართველოში უკრაინიდან ომის გამო ჩამოსულ უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.
საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა, ისინი შორს არიან თავისი სახლებიდან, ძალიან განიცდიან და ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ეს დღე და მადლობა საქართველოს, რომ შესაძლებლობა გვაქვს აქ აღვნიშნოთ," - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.
დღეს არის 24 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და წელიწადნახევარია, რაც ომი მიმდინარეობს უკრაინაში. დღეს ჩვენთვის ეს დღესასწაულია, რადგან გვახსოვს ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინის თავისუფლებისთვის," - ამბობს უკრაინის ერთ-ერთი მოქალაქე.