შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია - ონის მერი
სტიქია შოვში - დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია. ინფორმაცია ონის მერმა გაავრცელა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება, მაშველები 4 დაკარგულს ეძებენ.
მერის ინფორმაციით, სტიქიიდან 22-ე დღეს სამძებრო არეალი ისევ გაიზარდა.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს ქვეყანას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 29 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. 28 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 4 ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშოები, როგორც სტიქიის ლოკაციაზე ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე", - თქვა ონის მერმა.