"პრეზიდენტები არიან მიწვეულები" - "ოცნება" ხსნის, რატომ არ ჩავიდა უკრაინაში

24.08.23 13:35
"პრეზიდენტები არიან მიწვეულები" - "ოცნება" ხსნის, რატომ არ ჩავიდა უკრაინაში

"ოცნება" უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკვშირებით ომში მყოფ ქვეყანაში არ ჩასვლას იმ ცალმხრივი ურთიერთობით ხსნის, რომელიც მართველი გუნდის განცხადებით, ელჩთან დაკავშირებული ამბების დროს (საუბარია საქართველოს ელჩის უკრაინიდან გაწვევაზე) ჩამოყალიბდა საქართველო-უკრაინას შორის.

მიხეილ სარჯველაძე ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ღონისძიებაზე მხოლოდ პრეზიდენტები არიან მიწვეულები.

დღეს არ არის, უპირატესად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, რომლის ქონასაც ვისურვებდით. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, იქ, როგორც ირკვევა პრეზიდენტები არიან მიწვეულები, შესაბამისად, ასეთი ტიპით დაიგეგმა. საქართველო, როგორც ჩანს, ცალმხრივი მეგობრობის, როგორც ამას დაერქვა თავის დროზე, ელჩთან დაკავშირებული ამბების დროს, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება უკრაინასთან მიმართებაში". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.