ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს - პრეზიდენტის მილოცვა უკრაინელებს

24.08.23 13:53
ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს - პრეზიდენტის მილოცვა უკრაინელებს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეომიმართვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო საქართველო თქვენთან არის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად აღნიშნოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით უკვე წელიწად-ნახევარია. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.