უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაც იქნება - ენმ რადას წევრებთან შეხვედრებს გამართავს

24.08.23 14:04
უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაც იქნება - ენმ რადას წევრებთან შეხვედრებს გამართავს

ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი ელოდება უკრაინის გამარჯვებას, რადგან ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  დღეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ენმ მონაწილეობას  მიიღებს და პირისპირი შეხვედრები გაიმართება კოლეგებთან უკრაინის რადიდან.

„პირველ რიგში, მინდა უკრაინას და უკრაინელ გმირ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. მინდა ვუსურვო, რა თქმა უნდა, გამარჯვება და ეს გამარჯვება არ იქნება მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, ეს იქნება მთელი ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება. რაც შეეხება ჩვენს ვიზიტს, ჩვენ დღეს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საპარლამენტო თუ სამთავრობო ღონისძიებები. ჩვენ გვექნება პირისპირი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან უკრაინის რადიდან. ასევე მთავრობის სხვადასხვა წევრთან სხვადასხვა საკითხზე მათ შორის, არა მარტო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რათა ყველას ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, ქართველი ხალხი ელოდება უკრაინის გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ, გაუმარჯოს უკრაინას და ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.