უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ ღონისძიებაზე ნიკა გვარამიას დააჯილდოებენ
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ ღონისძიებაზე "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას დააჯილდოებენ. ინფორმაცია "დღის ამბებში" ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა გაასაჯაროვა.
ჩვენთან ერთად არის ნიკა გვარამია, მოაკითხა დელეგაციამ და წაიყვანეს, როგორც ვიცი, მას აჯილდოებენ. ზუსტად არ ვიცი, რა ჯილდოა, მაგრამ უკრაინის სახელმწიფო მას რიგ სხვა ადამიანებთან ერთად აჯილდოებს გარკვეული ჯილდოთი, რაც ძალიან გვახარებს,“ - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.