უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე კიევში კონცერტს გამართავენ
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ქათამაძე კიევში კონცერტს გამართავენ. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარდგება აუდიტორიის წინაშე.
ჩვენს საღამოს აქვს სხვა დატვირთა და გადაწყვიტეს, რომ დარბაზის აუდიტორია დაკომპლექტდეს სწორედ იმ ჯარისკაცებით, რომლებიც დაიჭრნენ, გადიან რეაბილიტაციას და რაღაც დროის მერე იქ დაბრუნდნენ. ასევე სწორედ ის ექიმები, რომლებიც ომთან დაკავშირებით ჩართულები არიან სამედიცინო მუშაობაში და ეს არის ერთადერთი მუსიკალური საღამო, როდესაც აღინიშნება ამ უდიდეს სახელმწიფოში თავისუფლების დღესასწაული და ამითაც საამაყოა. იქნებიან მაღალი რანგის წარმომადგენლებიც,“ - ამბობს ნიკოლოზ რაჭველმა.
როგორც ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, ომის მუზეუმში გუშინ კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერი, სადაც ნინო ქათამაძემ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა მხარდაჭერისთვის სამადლობელი სიტყვები მოისმინა უკრაინის პრეზიდენტისა და მთავარსარდალ ზალუჟნიკისგან.
ძალიან სხვანაირი განცდაა კიევში ყოფნა. მეც და ნინო ქათამაძესაც გამოვლილი განცდა გვაქვს, იმიტომ, რომ გასული წლის თავისუფლების დღესაც უკრაინაში ვიყავით, მაგრამ წელს ვიყავით ქალაქ ლვოვში და იქ აღვნიშნეთ ჩვენი მუსიკალური საღამოთი ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჩვენი მოძმე ხალხისთვის. ახლა ვართ კიევში, სადაც კონცენტრირებულები არიან სტუმრები. ჩვენთან ერთად რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ცხოვრობს.
აქ ერთი რამ არის ძალიან ნიშანდობლივი, ნინოსთან ერთად მეხუთედ ვარ ომის დაწყების დღიდან უკრაინის ტერიტორიაზე და ყოველთვის ეს ღელვა მთავრდება, როცა საზღვარს გადმოლახავ და დიდი ასოებით წერია, რომ ეს არის უკრაინის ტერიტორია, ამ დროს ძლიერდები.
ქუჩაში გავლა წარმოუდგენელია, რადგან გვიხდიან მადლობას, ვინაიდან შინაგანად ყველა აცნობიერებს, რომ მშვიდი სივრციდან მოხვიდე აქ, სადაც გუშინაც დღესაც გაისმა რამდენჯერმე განგაშის საცავი, მოგვიწია ბუნკერებში. ყველა ხვდება, რომ ისე გვიყვარს და ისე ვგულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვება, რომ ამ რისკების მიუხედავად მოვდივართ აქ. ამისთვის მადლობას ყველა გვიხდის, მოვისმინეთ ეს რადას თავმჯდომარისგან მეც და ნინომაც. სოფო ჭყონია არის მეტწილად ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და მისი დიდი დამსახურებით ვახერხებთ ხოლმე ამ ტერიტორიის გადმოლახვას. მადლიერების სიტყვები მოვისმინეთ ზალუჟნისგანაც,“ - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.