ნიკა გვარამია უკრაინამ დააჯილდოვა

24.08.23 14:48
ნიკა გვარამია უკრაინამ დააჯილდოვა

უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის უკრაინის მთავრობამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააჯილდოვა.

ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას მედალი გადაეცა.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი პირველი ქართველია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.